ახალი ამბები
მიაკვლიეს ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლის ძველ სავარძელსა და კარნიზებს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეს ახალი ექსპონანტები შეემატება.

მიაკვლიეს იმ სავარძელსა და კარნიზებს, რომელსაც ამ სასახლეში ორი საუკუნის წინ, იყენებდნენ.

როგორც გაირკვა, ეს ნივთები, თბილისში. ერთ-ერთ ოჯახში ინახება. მათ ბინაში გადაღებულია სხვადასხვა ისტორიული ფილმები, სადაც ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის ნივთებს იყენებდნენ.

კასპის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების წარმომადგენლებმა ოჯახის წევრებთან მოლაპარაკება დაასრულეს და ნივთები მუზეუმს დაუბრუნდება.

მუზეუმი განთავსებულია ჯამბაკურ-ორბელიანების XVIII-XIX ს.ს.-ის სასახლეში. მუზეუმის კოლექციები ძირითადად მოიცავს XVIII-XIX ს.ს.-ის ეთნოგრაფიულ მასალებს, აგრეთვე ნუმიზმატიკურ, დოკუმენტურ და ფოტო მასალას, სახვითი ხელოვნების ნიმუშებს
Print

სტატიის გამოყენების პირობები