ახალი ამბები
ხანძარი სახლში, სადაც 11 სული ცხოვრობს
გუშინ, 17 იანვარს, გორში, მეჯრისხევის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შდეგად 11 სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

გალუსტაშვილების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი საღამოს შვიდი საათისთვის გაუჩნდა. ცეცხლის გაჩენის შესახებ მეზობელმა მათ მაშინ აცნობა, როდესაც ისინი სერიალს უყურებდნენ.

დაზარალებულების თქმით, ცეცხლი შესაძლოა, ელექტროგაყვანილობის სადენებიდან გაჩნდა.

დამწვარია საცხოვრებელი სახლის 3 ოთახი.

მომხდარის შედეგად 11 ადამიანი ერთი მცირე ოთახის ამარა დარჩა

შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ. გალუსტაშვილების ოჯახს დახმარება აღუთქვეს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები