ახალი ამბები
როგორ ძალადობენ გორში პოლიციელები 38 წლის მამაკაცზე
38-წლის სერგო ბიჩინოვი პოლიციის თანამშრომელს თემურ გაბინაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ წლების განმავლობაში, სისტემატიურ დევნას განიცდის.

იგი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ციხიდან გამოვიდა, თემურ გაბინაშვილი ცდილობს, რომ სერგო ბიჩინოვმა მის აგენტ-პროვოკატორად იმუშაოს.

,,მეუბნება, რომ ვისაც მას სურს, იმას ნარკოტიკი უნდა ჩავუდო; რომ უნდა ვიყო მისი აგენტი და ვიმუშაო ამ საქმეზე, რაზეც უარი განვუცხადე. ჯერ კიდევ 2017 წელს დამიჭირა იმის გამო, რომ არ გავხდი მისი აგენტი. ქურდობა დამაბრალა და დამიჭირია'' - აცხადებს თემურ გაბინაშვილი.

იგი იმასაც ყვება, რომ პოლიციის თანამშრომელმა დაიწყო ზეწოლა მის მეუღლეზე:

კერძოდ, მის მეუღლესაც აყენებს შეურაცხყოფას, სთავაზობს სექსუალურ ურთიერთობას. ამას ისიც ემატება, რომ ცოლ-ქმარი სხვა პოლიციელების მხრიდან ბულინგს განიცდიან, დასციან და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან.

სერგო ბიჩინოვი ითხოვს დახმარებას და გამოძიების დაწყებას.

"თემურ გაბინაშვილი იყო უფროსი აქ სამმართველოსი, დამიბარა და მითხრა უნდა ითანამშრომლო ჩვენთანო, ვუთხარი თქვენთან ვერ ვითანამშრომლებო. ეგ დღე იყო და გადამეკიდა, ხან ვის მიგზავნიდა თანამშრომლებს, ქალაქი დატოვოსო, მერე პირადად სახლში შემოდიდოდა ღამის 2 საათზე, გააღებდა კარს შემოდიოდა, მეუბნებოდა ადექი საქმე მაქვს, პარკებით, პლანს დადებდა, აი ეს უნდა წაიღო, იქ დატოვოო, მეთქი მე ეგეთი ადამიანი არ ვარ. მე ვისაც დაგიკონკრეტებო, პლანი უნდა წამეღო, ჩამეგდო, რა უნდა მექნა, არ ვიცი. ამაზე რომ მიიღო უარი, აქეთ მე ჩამიდო ის პლანი და შემომტენა ქურდობა. ადრე იყო შემთხვევა სუბოტექსს მოგცემთ და ეგეთი რაღაცეები. ხიდიდან გადავხტი, მაგ თემურა გაბინაშვილის გამო. ფიზიკურადაც იყო შემთხვევები, მეც ხელი შევუბრუნე ერთხელ, თავის კაბინეტში და მერე ერთი 20-მა კაცმა გადამიარა ზედ" - აცხადებს სერგო ბიჩინოვი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები