ახალი ამბები
გორში რომა და თემურ რცხილაძეებმა კონცერტი გამართეს
დღეს, 3 აგვისტოს გორში ანსამბლ ,,ნატვრის ხის'' საიუბილეო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება საღამოს 19 საათზე დაიწყო. მსმენელის წინაშე თემურ და რომა რცხილაძეები წარსდგნენ, რომლებმაც ეს ანსამბლი 40 წლის წინ შექმნეს.

კონცერტი შადრევნის ტერიტორიაზე, სტალინის მუზეუმის სკვერში გაიმართა და კულტურის სამინისტრომ დააფინანსა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები