ახალი ამბები
კულტურის სამინისტროს დაფინანსებით 6-7 აგვისტოს კონცერტები კასპსა და ქარელში გაიმართება
კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, შიდა ქართლში ქართული ესტრადის ვარკვლავების კონცერტები გრძელდება. მომდევნო ღონისძიებები ამჯერად ქარელსა და კასპში იმართება.

6 აგვისტოს ქარელის კულტურის სახლის წინ, კომპანია "ჯეო ივენთ ჯგუფი" მაყურებელს მურმან ჯინორიას, ლაშა ღლონტის და დავით არჩვაძის ერთობლივ კონცერტს ღია ცის ქვეშ წარუდგენს.

ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.

7 აგვისტოს კი, საიბულიეო კონცერტი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში გაიმართება, რომელიც კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს მიეძღვნება. აქ, როსტომ მეფის სასახლის ეზოში კომპოზიტორის მიერ შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებენ.

შიდა ქართლში, 1 აგვისტოდან დღემდე, 3 კონცერტი უკვე ჩატარდა: ერთი - სოფელ წაღვლში (ხაშური); ხოლო 2 კონცერტი გორში - პირველი, რომა და თემურ რცხილაძეების შესრულებით, მეორე - ,,ქართული ხმების'' მონაწილეებით.

კულტურის სამინისტრომ კონკურსის - „კლასიკური მუსიკა, ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ გამარჯვებულები 10 ივლისს გამოავლინა. კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 700 000 ლარს და კონკურსის ფარგლებში კულტურის სამინისტროს სულ 62-მა განმცხადებელმა მომართა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები