ახალი ამბები
,,ეს არ არის რეკომენდაციები რეკომენდაციებისთვის'' - ტიკარაძე მთავრობის წევრებს მიმართავს
,,წელიწადნახევარია მსგავსი აღელვება ჩემგან საზოგადოებას არ უნახავს. დღეს ვდგავართ კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც შეიძლება მე ვერ შევძლო რომელიმე მოქალაქეს პასუხი გავცე, თუ რატომ ვერ გადავარჩინე მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე'' - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გორში ყოფნის დროს.

მისი თქმით, დღეს ქვეყანა ჩაბმულია ბრძოლაში, რომელიც არანაკლებია აგვისტოს ომისა.

,,ეს გამოწვევა არის საკაცობრიო გამოწვევა. ყველა ერთად ვებრძვით უხილავ მტერს - კოვიდს. მაშინ, როდესაც სწორედ მის გამო, ჯანდაცვის სექტორი არის მძიმე მდგომარეობაში. მივმართავ მთავრობის ყველა წევრს. ეს არ არის რეკომენდაციები რეკომენდაციებისთვის. ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელიც ძალიან გვიჭირს. მზად ვარ დავიკავო გმირი ექიმების გვერდით ადგილი, ჩავიცვა ისევ თეთრი ხალათი და მათთან ერთად დავდგე ამ ურთულეს ბრძოლაში.'' - აღნიშნა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა მიმართა ასევე მოქალაქეებს, რომ დაიცვან არსებული რეგულაციები:

,,მაშინ როცა ვიბრძით თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის გადარჩენისთვის, უპირველესი რჩება არა ეკონიმიკა, არამედ მთავარია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა. იგრძენით ის მაღალი მორალური პასუხისმგებლობა, რომლითაც შეიძლება დავამარცხოთ კოვიდპანდემია'' - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები