ახალი ამბები
გორში ლურჯი ავტობუსები მოძრაობს - აქ შეზღუდვები არ ვრცელდება
გორში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა არ შეწყვეტილა.

დილიდან, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო ვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

გორის ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების ჩამონათვალში, გორი არ შედის.

შეზღუდვები ქვეყანაში გართულებულმა, ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ გამოიწვია.

გორის ტრანსპორტის სააგენტოში თვლიან, რომ მათ სისტემაში მგზავრთა გადაადგილება არაა ისე გადატვირთული, რომ ეპიდემიის გავრცელებას შეუწყოს ხელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები