ახალი ამბები
პატრულმა გორში ფეხით მოსიარულეთა დაჯარიმება დაიწყო
2016 წლის 24 იანვრიდან გორში ფეხით მოსიარულეებისთვის მოძრაობის წესები გამკაცრდა.

საგზაო მოძრაობის შეფერხებისა და საავარიო სიტუაციების შექმნის მიზეზით პატრულმა რამდენიმე ათეული მოქალაქე უკვე დაჯარიმა.

იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ქუჩას არასათანადო ადგილას გადაკვეთავენ, პატრული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ადგენს.

გორის ცენტრალურ ქუჩაზე (სტალინისა და ჭავჭავაძის გადაკვეთაზე) პატრულის ეკიპაჟის წევრები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ქუჩა არ გადაკვეთონ.

პატრული ფეხით მოსიარულეებს მოუწოდებს, რომ მათთვის განკუთვნილი გადასასვლელები (ე.წ. ზებრები) გამოიყენოს.

იხ. ფოტო, სადაც ახლადდამონტაჟებული აბრები ჩანს:




Print

სტატიის გამოყენების პირობები