ახალი ამბები
მანქანას, რომლის რემონტი გორის მერიას ორი თვის წინ 10 300 ლარი დაუჯდა, ,,ქართული ოცნება'' იყენებს
გორის ,,ქართული ოცნების'' ოფისის წინ დააფიქსირეს მანქანა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიას ეკუთვნის.

თანაც იმ დროს, როდესაც აღნიშნული ავტომანქანა მერიის სადგომზე უნდა იყოს განთავსებული, თუმცა, მოქალაქემ ის ,,ქართული ოცნების'' ოფისის წინ დააფიქსირა:

,,არის თუ არა ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება?'' - გვაცნობა მან.

ჩვენ გადავამოწმეთ, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ეს მანქანა, სახელმწიფო ნომრით, QC919CC და აღმოჩნდა, რომ არა თუ ეკუთვნის, პირიქით, ორი თვის წინ, მასზე 10 300 ლარი დახარჯა.

ჩვენ მოვიპოვეთ მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც ჩანს, რომ მანქანას, გორის მერიამ რემონტი 2021 წლის 25 მაისს ჩაუტარა. თანხა გადაუხადეს ინდმეწარმე ,,ციალა გოგლიძეს''

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაა წინასაარჩევნო პროცესში სახელმწიფოს თანხებით დაფინანსებული მატერიალური თუ ადამიანური რესურსების რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ჩართვა.

ასეთი ქმედებები აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით და იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

იხ. ქვემოთ მანქანის რემონტის დამადასტურებელი დოკუმენტი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები