ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 921 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 501 297-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
10.78% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.01%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 471 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 436 977.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 590 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 921 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 948 შემთხვევა, აჭარა - 739, იმერეთი - 626,
ქვემო ქართლი - 254, შიდა ქართლი - 257, გურია - 135, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 276, კახეთი - 386, მცხეთა-მთიანეთი - 116,
სამცხე-ჯავახეთი - 147, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 57 704 საიდანაც:
7 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 3 153, აჭარაში - 949, იმერეთში - 1 036. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 482 პირი, მათ შორის, თბილისში - 625, აჭარაში -
146, იმერეთში - 335. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პირი,
მათგან თბილისში - 200, აჭარაში - 23, იმერეთში - 19. 3 555 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 737 - თბილისში, 1
298- აჭარაში. 47 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 79 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 18 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 063 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 448 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 27 989, პირი, აჭარაში - 7 875, იმერეთში - 5 115.
სტატიის გამოყენების პირობები