ახალი ამბები
,,ვესაუბრები ამომრჩეველს'' - საინფორმაცია კამპანიას გორის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებიც შეუერთდნენ
,,ვესაუბრები ამომრჩეველს'' - ასე ქვია კამპანიას, რომლის განხორციელება გორის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა დაიწყეს.

,,კამპანიის მიზანია, რომ ამომრჩევლებს მივაწოდოთ ინფორმაცია 2 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების შესახებ, რათა მათ უფრო სრულყოფილი წარმოდგენა ჰქონდეთ თავიანთი საარჩევნო უფლების, ხმის მიცემის პროცესის, ამომრჩეველთა რეგისტრაციის, საარჩევნო ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხების და სერვისების შესახებ. ვფიქრობთ, მეტი ინფორმირებული ამომრჩეველი არის სწორედ ის, რაც ქვეყანაში გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.'' - აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები.

2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები