ახალი ამბები
ხაშურელ 16 წლის მოზარდს თურქეთის კლინიკაში მკურნალობა ესაჭიროება
ხაშურში, 16 წლის მოზარდის დასახმარებლად სპეციალური ანგარიში შეიქმნა. როკო გელაშვილს თურქეთის კლინიკაში მკურნალობა სჭირდება, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული.

ინფორმაციას მარინე გელაშვილი ავრცელებს. ინფორმაცია გავრცელდა ასევე სოციალურ ქსელში  - ,,ხაშური ჩემი ქალაქია''

,,ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. ჩემი მეგობარი, 16 წლის როკო გელაშვილი არის მძიმე მდგომარეობაში. ქობულეთში ხიდიდან გადავარდა და ხიდის კიდეს ჩამოარტყა თავი, რის შედეგადაც არის კომაში. სჭირდება თურქეთში გადაყვანა, რაც დიდ ხარჯებს მოითხოვს. ძალიან გთხოვთ, როგორც შეგეძლებათ, თანხით თუ ინფორმაციის გავრცელებით, შეიტანეთ თქვენი წვლილი დახმარებაში", – წერს როკოს მეგობარი მარიამი.

ანგარიშის ნომერია:

საქართველოს ბანკი-GE83BG0000000498937634
თიბისი ბანკი-GE28თB7643945064300030

მიმღები: მარინე გელაშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები