ახალი ამბები
მხატვარმა მარიამ შაქარაშვილმა მამის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე კანალეტოს პრიზი მოიპოვა
მამის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მხატვარი მარიამ შაქარაშვილი კანალეტოს პრიზის მფლობელი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია 21 აგვისტოს გავრცელდა. მარიამი მწერალ ვაჟა შაქარაშვილის შვილია. ვაჟა შაქარაშვილი კორონავირუსით გუშინ, 22 აგვისტოს, კლინიკა ,,გორმედში'' გარდაიცვალა.

მხატვართა კონკურსი დრეზდენში ჩატარდა. ფესტივალის ბოლოს ფავორიტი ნამუშევარი პუბლიკამ გამოავლინა.

ფესტივალი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მხატვრებს რამდენიმე წელია მასპინძლობს.


იხ. ამავე თემაზე

გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები