მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში
( ქვახვრელი, უფლისციხე ) და კარალეთის კომპაქტურ დასახლებაში
მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და პირადად გაეცნო ადგილზე არსებულ
პრობლემებს. შეხვედრაზე მხარეებმა, კონკრეტული ადმინისტრაციული
ერთეულებისთვის გამოყოფილი ,ადგილობრივი სამოქალაქო ბიუჯეტის
მართებულად განკარგვაზე და პრიორიტეტების დასახვაზე ისაუბრეს. მერობის
კანდიდატმა , მოსახლეობას მუნიციპალურ პროცესებში მეტი ჩართულობისკენ
მოუწოდა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს „ ქართული ოცნება -დემოკრატიული
საქართველოდან „ ქვახვრელის, ბოშურის, ატენისა და ხიდისთავის
ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ბორის
გოგიჩაიშვილი და კარალეთისა და კარალეთის კომპაქტურ დასახლებაში
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი -მამუკა ბაზანდარაშვილი
დაესწრნენ.
„დღეს, გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ( უფლისციხე, ქვახვრელი) და
კარალეთის კომპაქტურ დასახლებაში ვიმყოფებოდი.
თითოეული შეხვედრა კიდევ უფრო მიმყარებს მოსაზრებას , რომ
თვითმმართველი ერთეულის განვითარებისა პროცესში აუცილებელია
მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა და ხელისუფლების მხრიდან მუდმივი
კომუნიკაცია. არის რიგი პრობლემები , რომელთა მოგვარების ბერკეტი
ადგილობრივ ხელისუფლებას არ გააჩნია , თუმცა თვითმმართველობა
ვალდებულია მედიატორობა გასწიოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ერთიანი
მუშაობითა და თანამშრომლობით კი შევძლებთ ყველა პრობლების დროულად
მოგვარებას.
მინდა გამოვყო იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებთანაც დღეს
ხანგრძლივი საუბარი მქონდა . ძნელია, როდესაც საკუთარ ქვეყანაში,
საკუთარი ნების წინააღმდეგ გიწევს საცხოვრებელი პირობებისა და გარემოს
შეცვლა, სწორედ ამიტომ იძულებით გადაადგილებული პირები განსაკუთრებულ
მხარდაჭერას საჭიროებს . კარალეთის კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებმა
მოსახლეობამ ჩემთან საუბარში აღნიშნეს , „ქართული ოცნების“
ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი
განხორციელდა, რის შედეგადაც მათი სოციალურ -ეკომონიკური მდგომარეობა
მკვეთრად გაუმჯობესდა. „ -განაცხადა ვლადიმერ (ლადო ხინჩეგაშვილმა)
სტატიის გამოყენების პირობები