ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 231 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 2 სექტემბერი
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 212 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 556 909-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.85% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.13%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 017 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 502 534. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 563 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 212 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 206 შემთხვევა, აჭარა - 295, იმერეთი - 453, ქვემო ქართლი - 193, შიდა ქართლი - 231, გურია - 64, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 255, კახეთი - 289, მცხეთა-მთიანეთი - 108, სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 32. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 786 საიდანაც:

7 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 137, აჭარაში - 933, იმერეთში - 1 128.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 608 პირი, მათ შორის, თბილისში - 686, აჭარაში - 192, იმერეთში - 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში - 229, აჭარაში - 37, იმერეთში - 34.

2 680 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 226- თბილისში, 892 - აჭარაში.

36 763 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 103 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 6 ოქტომბრიდან - 1 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 124 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 579 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 878 პირი, აჭარაში - 5 464, იმერეთში - 3 865.
Print

სტატიის გამოყენების პირობები