ახალი ამბები
გორში 130 სამხედროს ბინა გადასცეს
გორში 130 სამხედროს ბინები გადასცეს.

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, 2013 წლიდან დღემდეგ, ჯამში, საქართველოში 2000-მდე სამხედრო პირის ოჯახი დაკმაყოფილდა ბინით.

,,ეს იყო 2007 წელს აღებული ვალდებულება, რომელიც სრულად დაიხურა ამ ბინების გადაცემით. ძალიან კარგი უბანი გამოვიდა. მაღალი ხარისხით არის შესრულებული სამშენებლო სამუშაოები, მოპირკეთებულია შიდა ეზოები.'' - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ბინების გადაცემის ფაქტი საარჩევნო პერიოდთან უბრალო დამთხვევაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები