ახალი ამბები
აღმოაჩინე დაბინძურებული ადგილი გორის მუნიციპალიტეტში - კონკურსი
ორგანიზაცია CENN, ევროკავშირის მხარდაჭერითა და გორის ინოვაციური ცოდნის ჰაბის ახალგაზრდების ინიციატივით, იწყებს კამპანიას სახელწოდებით “აღმოაჩინე დაბინძურებული ადგილი გორის მუნიციპალიტეტში”.

ღონისძიება მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით იმართება.

ის, ვინც აღმოაჩენს დაბინძურებულ ადგილებს, მათ შორის, სტიქიურ ნაგავსაყრელებს, ფოტოსურათი,აღწერილობასთან ერთად, უნდა გააგზავნოეს შემდეგი სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით:

https://forms.gle/cPicE3XYVFUtjeV76

ყოველი ახალი ტერიტორიის აღმოჩენის შემთხვევაში საჭიროა აპლიკაციის ხელახლა შევსება. აპლიკაციების გამოგზავნის რაოდენობა, ერთი ადამიანის სახელით, შეზღუდული არ არის.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 12 სექტემბერი, 23:59 საათი.

,,კონკურსის დასრულების შემდეგ, 18 სექტემბერს, მსოფლიო დასუფთავების დღეს გორის ინოვაციური ცოდნის ჰაბის წევრებთან და ადგილობრივ მოხალისეებთან ერთად ჩვენ ერთად დავასუფთავებთ დაბინძურებულ ადგილებს და დაგეხმარებით, რომ ადვოკატირების გზით შეამციროთ სტიქიური ნაგავსარელების არსებობა თქვენს თემში.'' - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

გორის ინოვაციური ცოდნის ჰაბი შექმნილია საზოგადოება „ბილიკის“ ბაზაზე. საზოგადოება „ბილიკი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1997 წლიდან ზრუნავს გორელი აზალგაზრდებისა და სკოლის მოსწავლეების განვითარებაზე მათი არაფორმალურ განათლებაში ჩართვის გზით.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის საზღვრისპირა რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ CENN, Green Lane (სომხეთი) და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (საქართველო). პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონის ფარგლებში, ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების გზით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები