ახალი ამბები
ლამისყანა-აღაიანის მაჟორიტარმა კანდიდატმა გახარიას პარტია დატოვა
ლამისყანა-აღაიანის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ჯამბულ ბეგიაშვილმა გახარიას პარტია დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის კასპის ორგანიზაციაში დაგვიდასტურეს.

მათი თქმით, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლების შედეგებზე, კასპის მერობის კანდიდატი გიორგი ბესტავაშვილი ბრიფინგს გამართავს.

რაც შეეხება ჯამბულ ბეგიაშვილს, ის მაჟორიტარ კანდიდატად 4 სექტემბერს წარადგინეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები