ახალი ამბები
ხაშურის მერობის კანდიდატს ქურდული სამყაროს წევრების მეშვეობით ქონების გადაწვით ემუქრებიან
,,მე პარტია "საქართველოსთვის" ხაშურის მერობის კანდიდატს, მემუქრებიან როგორც პირადი, ისე ჩემი კომპანიების საკუთრებაში არსებული ავტომანქანების და უძრავი ქონების გადაწვით, ბიზნესსაქმიანობის შეჩერებით'' - აცხადებს ზვიად ტეფნაძე, რომელიც ხაშურის მერობის კანდიდატია გახარიას გუნდიდან.

განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და დასძენს, რომ ეს ზეწოლა ხორციელდება ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლების მხრიდან (ქუჩიდან).

,,პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების, ჩემი შვილების და დის ოჯახის გამწარებით, სიცოცხლის მოსპობით. ყოველდღიურად გადაადგილება, ჩემს ხაშურელებთან შეხვედრები მიწევს, 2-3 მანქანის თანხლებით, რომლებიც მუდმივად უკან დამყვებიან და მითვალთვალებენ.'' - აცხადებს ტეფნაძე.

იგი იმ პირებს, რომლებიც მუქარებს უთვლიან, მიმართავს:

,,ერთი იცოდეთ, ვერ გამაჩერებთ, ცხოვრებაში არ დამიხევია უკან და ყველაზე მძიმე სირთულეებიც კი, არასოდეს გამხდარა ჩემთვის დაბრკოლება. პირიქით, ამით მე უფრო მეტი ძალა და ჟინი მიჩნდება, ბოლომდე მივიყვანო დაწყებული და გავიმარჯვო, იმისთვის, რომ აღარასოდეს დავუშვა, მსგავსი ფაქტები, ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის წინააღმდეგ."
Print

სტატიის გამოყენების პირობები