ახალი ამბები
გორის საუბნო კომისიების შემადგენლობა ოლქის 15 წარმომადგენელმა დატოვა
გორში, საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა ე.წ. ნეიტრალურმა 15-მა წევრმა დატოვა.

ინფორმაციას 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი ადასტურებს.

მისი თქმით, 15-ვე წევრმა ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, მათ ჩასანაცვლებლად კი, ხელახალი კონკურსი ცხადდება.

"გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ოლქის მიერ არჩეულმა 15 - მა კომისის წევრმა შეიწყვიტა საკუთარი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება, ძირითადი მოზეზი არის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ მაგივრად გამოცხადებული იქნა კონკურსი და შევსებული იქნა კვოტები", - აცხადებს მიეუაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები