ახალი ამბები
რუისის არხს რეაბილიტაციის შემდეგ 3 ,,გამშვები პუნქტი'' აკლია
რუისის არხს რეაბილიტაციის შემდეგ 3 ,,გამშვები პუნქტი'' აკლია. ასევე, გაირკვა, რომ სამუშაოების დროს, 23 ტონა ღორღის ნაცვლად, 12 ტონა ღორღი გამოიყენეს.

მიუხედავად ამისა, ქარელის მერიამ კომპანია ,,რიონი 2015''-ს მთლიანი თანხის 97% აუნაზღაურა.

ხელშეკრულების მიხედვით, რუისის ცენტრალურ სარწყავ მაგისტრალზე 8 გამშვები პუნქტი უნდა მოწყობილიყო, თუმცა ადგილზე 5 აღმოჩნდა.

ამავე მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებელმა შეასრულა 38 698,23 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც ხელშეკრულების ღირებულების 97%-ს შეადგენს.

კომპანიის საქმიანობა შესყიდვების სააგენტომ შეისწავლა, თუმცა, იმის გამო, რომ მერიამ მიღება-ჩაბარების აქტით დაადასტურა, რომ კომპანიამ სამუშაოების 97% შეასრულა, ,,რიონი 2015'' შავ სიაში არ შეიყვანეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები