ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 10 სექტემბერი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 262 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 795 პირი,

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 575 210-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 534 559. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 089 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 827 შემთხვევა, აჭარა - 211, იმერეთი - 335, ქვემო ქართლი - 129, შიდა ქართლი - 139, გურია - 59, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 222, კახეთი - 216, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 536 საიდანაც:

6 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 674, აჭარაში - 699, იმერეთში - 1 106.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 501 პირი, მათ შორის, თბილისში - 634, აჭარაში - 167, იმერეთში - 357. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 33, იმერეთში - 28.

1 918 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 004 - თბილისში, 537 - აჭარაში.

24 291 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 78, ხოლო აჭარაში - 6.

სულ 6 ოქტომბრიდან - 9 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 141 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 221 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 997 პირი, აჭარაში - 3 759, იმერეთში - 3 304
Print

სტატიის გამოყენების პირობები