ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალს ბოლო ერთ თვეში კოვიდპაციენტებისთვის 670 000 ლარის მედიკამენტები დასჭირდა
გორის ჰოსპიტალმა, 2021 წლის აგვისტოში, ნახევარმილიონ ლარზე მეტი დახარჯა იმ მედიკამენტებისთვის, რომლებიც კოვიდპაციენტების სამკურნალოდ დასჭირდათ.

ამის შესახებ ინფორმაცია შესყიდვების ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ყველა ეს მედიკამენტი გადაუდებელი აუცილებლობით იქნა შეძენილი. როგორც მოხსენებით ბარათებშია აღნიშნული, მედიკამენტებზე ხარჯის გაზრდა პაციენტების გაზრდილმა რაოდენობამ გამოიწვია.

ჯამში, 1 აგვისტოდან დღემდე, გორის ჰოსპიტალმა მედიკამენტების შესაძენად 672 000 ლარი დახარჯა.

ჩვენ ასევე მოვიძიეთ, გასული, 2020 წლის აგვისტოს მონაცემები. აღმოჩნდა, რომ გადაუდებელი აუცილებლობით 2020 წლის აგვისტოში მხოლოდ 13 000 ლარის მედიკამენტების შეძენა გახდა საჭირო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები