ახალი ამბები
მერიის ჯანდაცვის ცენტრმა ფინანსური ანგარიში წარმოადგინა

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა“ 2014 წლის 2 აგვისტოდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიდში, ორგანიზაციის საქმიანობის ფიფანსური ანგარიშის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.

ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ 2014 წლის ბიუჯეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების შესასრულებლად დამტკიცდა 125000 ლარით, საიდანაც ხარჯები მუხლობრივი ეკონომიკური კლასიფიკაციით განისაზღვრა შემდეგნაირად:

1. შრომის ანაზღაურების მუხლი - 92400 ლარი (15 საშტატო ერთეულზე)
2. მუხლი საქონელი და მომსახურება - 32600 ლარი, რაც თავის მხრივ შემდეგნაირად გადანაწილდა:
- შტატგარეშე მომუშავეთა ( 5 შტატგარეშე, მ.შ. 1 - სეზონური) შრომის ანაზღაურება - 12480 ლარი;
- მივლინება ქვეყნის შიგნით - 606 ლარი;
- ოფისის ხარჯი - 7954 ლარი;
- ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოვლა
-შენახვის ხარჯი - 3160 ლარი;
- ცხოვრების ჯანსაღი წესის ღონისძიებების გატარების მიზნით - 6200 ლარი.

2014 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 1 იანვრამდე, მიზნობრივი ტრანსფერის სახით, ზემოთაღნიშნული პროგრამების შესრულების მიზნით, ბიუჯეტიდან მიღებული იყო 53000 ლარი, საიდანაც შრომის ანაზღაურების მუხლიდან თანამდებობრივი სარგოს სახით გაიცა 37710 ლარი, ხოლო მუხლში საქონელი და მომსახურება ხაჯმა შეადგინა 10231 ლარი.

2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“- საბანკო ანგარიშზე
არსებული ნაშთი აისახა 750 ლარის ოდენობით, ჯანდაცვის ცენტრის სახაზინო ანგარიშზე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების მომსახურების მიზნით, ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ 2015 წლის ბიუჯეტი (მიზნობრივი ტრანსფერი) განისაზღვრა 125000 ლარით 15 საშტატო და 5 შტატგარეშე (მ.შ. 1 - სეზონური) ერთეულით.

2015 წლის დაზუსტებული გეგმის მიხედვით, შრომის ანაზღაურების მუხლიდან, თანამდებობრივი სარგოს სახით გაიცა 90918 ლარი, ხოლო თანამშრომელთა მატერიალური წახალისების მიზნით, პრემიის სახით - 3040 ლარი.
საქონელი და მომსახურების მუხლიდან გაწეული ოფისის ხარჯი, შეადგენს 8897 ლარს.
შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე გაიხარჯა 15637 ლარი.
ქვეყნის შიგნით მივლინებაზე - 516 ლარი.
ავტომანქანის ექსპლუატაციასა და მოვლა შენახვაზე - 2767 ლარი.

2015 წელს, სოციალური დახმარების მუხლიდან გაცემულია 1592 ლარი, ხოლო სხვა დანარჩენ საქომელსა და მომსახურებაზე ხარჯი შეადგენს 689 ლარს.

არაფინანსური აქტივების (კაპიტალური ხარჯი) მუხლიდან გაწეული საკასო ხარჯი შეადგემს 798 ლარს.

2015 წელს, ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის“, გეგმით დამტკიცებული (მიზნობრივი ტრანსფერი) 125 000 ლარიდან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების მომსახურების მიზნით, სულ გაიხარჯა 124 854 ლარი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები