ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 70 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 19 სექტემბერი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 595 264-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.19% , ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.89%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 954 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 559 996.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 541 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 522 შემთხვევა, აჭარა - 101, იმერეთი - 226, ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 70, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 181, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 701 საიდანაც:

5 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 144, აჭარაში - 570, იმერეთში - 1 058.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 255 პირი, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 132, იმერეთში - 326. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში - 196, აჭარაში - 24, იმერეთში - 30.

1 225 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 - თბილისში, 304 - აჭარაში.

20 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 6 ოქტომბრიდან - 18 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 157 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 501 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები