ახალი ამბები
ქარელის კლინიკაში კოვიდით 49 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ქარელის კლინიკაში, ,,გორმედი" კოვიდით 49 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი ხაშურის სოფელ სავანისუბანში ცხოვრობდა.

ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, მამაკაცს სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარეს.

ოჯახის წევრების განცხადებით, მამაკაცი ითხოვდა აღნიშნული საავადმყოფოს დატოვებას, რადგან ამბობდა, რომ მას ყურადღებას არ აქცევდნენ და შესაძლოა დაღუპულიყო.

ქარელის კლინიკის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პაციენტს ჭარბი წონა ჰქონდა, შეყვანისას კი ფილტვების დაზიანება 35 ქულით იყო შეფასებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები