ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 22 სექტემბერი
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 016 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 024 პირი, გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 600 412-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 567 797. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 664 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 016 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა;

აჭარა - 130,

იმერეთი - 289,

ქვემო ქართლი - 145,

შიდა ქართლი - 103,

გურია - 63,

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 188,

კახეთი - 301, მცხეთა-მთიანეთი - 37,

სამცხე-ჯავახეთი - 29,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 925 საიდანაც: 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 007, აჭარაში - 568, იმერეთში - 1 028. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 199 პირი,

მათ შორის, თბილისში - 452, აჭარაში - 132, იმერეთში - 338.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310 პირი, მათგან თბილისში - 195, აჭარაში - 15, იმერეთში - 29.

993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 - თბილისში, 281 - აჭარაში.

17 749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 21 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 160 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 486 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები