ახალი ამბები
ყინწვისში კიდევ ერთი ახალი მამათა მონასტერი აკურთხეს
დღეს, დილით, ყინწვისში კიდევ ერთი მამათა მონასტერი აკურთხეს.

ეკლესიის კურთხევა ეპარქიის წინამძღვარმა, წმიდათა იოაკიმ და ანას ხსენებასთან დაამთხვია.

პარალელურად, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა, ყინწვისის ნაზარეთის წმიდა იოაკიმ და ანას სახელობის მამათა მონასტერში, მსახურება აღავლინა.

ხოლო გამშვენიერებული ჯვრით, ამავე ტაძრის აღმდგენელი იღუმენი ლუკა (შაკაია) დააჯილდოვა.

ყინწვისში ათეულობით ტაძარია: ყინწვისის კომპლექსი (წმ ნიკოლოზის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, მცირე ეკლესია); კეთილგონიერი ავაზაკის ეკლესია, წმ. გიორგის ეკლესია, წმ. ნინოს ეკლესია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები