ახალი ამბები
ავტობანზე ერთმანეთს ტრაილერი, მიკროავტობუსი და რამდენიმე მსუბუქი მანქანა შეეჯახა
ავტობანზე ერთმანეთს ტრაილერი, მიკროავტობუსი და რამდენიმე მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შემთხვევა დღეს საღამოს, რუისის მონაკვეთზე მოხდა.

განსაკუთრებით დაზიანდა მიკროავტობუსი, სადაც მგზავრები არ იმყოფებოდნენ. მიკროავტობუსს დაზიანებული აქვს როგორც წინა, ასევე უკანა მხარე.

საპატრულო პოლიციამ გამოძიება დაიწყო. როგორც ადგილზე აცხადებდნენ, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არავის მიუღია.

ავტოსაგზაო შემთხვევა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით არსებულ ზოლში მოხდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები