ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 23 სექტემბერი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 653 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 602 065-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.85% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.44%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 646 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 570 443.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 711 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 559 შემთხვევა, აჭარა - 100, იმერეთი - 227, ქვემო ქართლი - 116, შიდა ქართლი - 117, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 180, კახეთი - 241, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 885 საიდანაც:

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 138 პირი, მათ შორის, თბილისში - 427, აჭარაში - 127, იმერეთში - 315. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 305 პირი, მათგან თბილისში - 182, აჭარაში - 27, იმერეთში - 28.

930 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 474 - თბილისში, 293 - აჭარაში.

17 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 22 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 160 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 056 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები