ახალი ამბები
რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე 2 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა
რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე 2 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა. მონაკვეთი მოიცავს 6 ხიდსა და 3 გვირაბს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ავტომანქანებს მოძრაობა 4 ზოლიანი მონაკვეთის 2 ზოლზე (ცალ მიმართულებაზე) შეუძლია, ხოლო პარალელურად არსებულ 2 ზოლიანი გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

,,რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, სულ აშენდება 51.6 კმ-მდე კმ გზა, 96 ხიდი და 53 გვირაბი, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს 71 ხიდზე და 47 გვირაბზე, ხოლო 8 გვირაბი უკვე გაჭრილია, შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 80% აქტიურ სამშენებლო ფაზაშია'' - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის 732 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები