ახალი ამბები
,,პირველი მერი ვიქნები გორში, რომელიც ფეხით ივლის"– ეთერ ჯალაღანია
გორის მერობის კანდიდატი ეთერ ჯალაღანია აცხადებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში ქალაქში, ფეხით ივლის.

მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა, მანამდე არ ყოფილა და ამ ტრადიციას დაამკვიდრებს. ეთერ ჯალაღანია კენჭს ,,ევროპული საქართველოდან" იყრის.

საკუთარი ფეისბუქის გვერდზე, პირდაპირ ეთერში, მოსახლეობის კითხვებს უპასუხა და განმარტა, რომ ის უარს იტყვის სამსახურებრივ მანქანაზე, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების დროსაც.

ქალაქ გორში, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნეზე, მერობის ოთხი კანდიდატი იყრის კენჭს. ეთერ ჯალაღანიას გარდა, მერობის კანდიდატია ვასილ მახარაშვილი, ნაციონალური მოძრაობიდან; კონსტანტინე ანანიაშვილი (გახარიას გუნდიდან) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – ქართული ოცნებიდან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები