ახალი ამბები
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დღეს საარჩევნო პროგრამას წარადგენს
დღეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საარჩევნო პროგრამას წარადგენს. პრეზენტაცია სოციალურ ქსელში 19 საათზე დაიწყება.

ფეისბუქის მომხმარებლებს გორის მერობის კანდიდატის პროგრამის გაცნობა მის ოფიციალურ გვერდზე შეეძლება.

ოლიმპიური ჩემპიონი კენჭს 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე იყრის. მასთან ერთად, მერობის კანდიდატები არიან: ეთერ ჯალაღანია - ევროპული საქართველოდან; ვასილ მახარაშვილი - ნაციონალური მოძრაობიდან და კონსტანტინე ანანიაშვილი - გახარიას გუნდიდან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები