ახალი ამბები
4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება
4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში ყველა რეგულაცია და სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული:

,,ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება,'' - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს, მინისტრის თქმით, მათ შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ ონლაინ ფორმატით გააგრძელებენ სწავლას თუ აუდიტორიებში.

"4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა აღდგება სრულად. ეს რა თქმა უნდა, ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს. საჯარო და კერძო სკოლებში, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებს და უნივერსიტეტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ასევე, 4 ოქტომბერს მათ უფლება ეძლევათ, რომ სასწავლო პროცესი გააგრძელონ აუდიტორიებში. გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები იღებენ თვითონ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რასაკვირველია სამინისტროსთან შეთანხმებით. ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული და სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ეს დიდი მიღწევა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, ამისთვის აუცილებელია, რომ ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი", - განაცხადა ჩხენკელმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები