ახალი ამბები
გორში სისხლიანი ბილბორდების განთავსების ფაქტზე სახელმწიფო აუდიტმა მოკვლევა დაიწყო
გორსა და, ზოგადად, საქართველოს მასშტაბით გამოკრულ ე.წ. სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

აუდიტის სამსახურმა გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების განთავსების ადგილების მფლობელი კომპანიისგან ბანერების დამკვეთის, მათი განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ.

"2021 წლის სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით გარე რეკლამისათვის განკუთვნილ ადგილებში განთავსდა პოლიტიკური შინაარსის ბანერები წარწერით − "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს". აღნიშნულ ბანერებზე განთავსებული მასალა მიმართულია რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარსაჭერისგან თავის შეკავებისკენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული ბანერების განთავსების მიზნით გაწეული ხარჯის კანონიერების დასადგენად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების განთავსების ადგილების მფლობელი კომპანიისგან ბანერების დამკვეთის, მათი განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბანერებთან დაკავშირებით, ცესკომ განმარტა, რომ განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები