ახალი ამბები
სოფელ ღრომთან ზერტელი მამაკაცი დააკავეს
გორის რაიონის სოფელ ზერტში მცხოვრები ჯემალ ტიელიძე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მასალები სასამართლოს უკვე გადასცეს.

1969 წელს დაბადებულ ჯემალ ტიელიძეს საზღვრის უკანონო გადაკვეთა ბრალდება.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ზერტში აცხადებს, რომ თანასოფლელი ტყეში, სავარაუდოდ, შეშაზე იყო წასული.

ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის სამართალდამცავები სააგენტო ,,რესთან" აცხადებენ, რომ დაკავება ცხინვალის კონტროლირებულ სოფელ ღრომთან მოხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები