ახალი ამბები
აშშ-ს ელჩმა ყარაფილაში ნატურალური სასმელების საწარმო „კომბუჩა“ გახსნა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ყარაფილაში ნატურალური სასმელების საწარმო „კომბუჩა“ გაიხსნა, რომელიც ქვეყანაში სრულიად ახალი, ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ჯანსაღი სასმელის წარმოებას გულისხმობს.

საწარმოს მშენებლობას საფუძველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა და ის „საპარტნიორო ფონდისა“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ თანადაფინანსებით შეიქმნა. საწარმო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორთან და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელთან ერთად გახსნა.

„კომბუჩა“ ადგილობრივი ნედლეულით იწარმოება. საწარმოში კი სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში გაიყიდება და მომავალში მისი ექსპორტიც განხორციელდება.

2019-2021 წლებში, სს „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის გაწეულმა ინვესტიციამ 1, 500, 000 ლარზე მეტი შეადგინა.

„სტარტაპ სართველო“-ს და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ თანამშრომლობის მიზანია, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი შემოსავლების ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები