ახალი ამბები
შიდა ქართლში მიუსაფარ ცხოველთა რეგიონალური თავშესაფარი 1-ელი ოტომბრიდან დაიწყებს მუშაობას
შიდა ქართლში ცხოველთა თავშესაფარი 1 ოტომბრიდან დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ აფციაური საუბრობს.

მისი თქმით, ინტერმუნიციპალური სერვისების სააგენტო იგივე პრინციპით გააგრძელებს მუშაობას, როგორც - აქამდე.

ამჟამად, სააგენტოს მხოლოდ ერთი მანქანა ემსახურება. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, კასპის, ქარელისა და ხაშურის მერებმა, მანქანების შეძენაზე, ტენდერი უკვე გამოაცხადეს.

,,გავაგრძელებთ იგივე პრინციპით მუშაობას, როგორც აქამდე. მოხდება ცხოველთა სტერილიზაცია და კასტრაცია, შემდეგ კი დავაბრუნებთ ადგილზე.'' - განმარტავს თამარ აფციაური ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, მიუსაფარი ცხოველებისთვის ინტერმუნიციპალური სერვისების სააგენტო დაარსდა. ობიექტის მშენებლობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მიმდინარეობდა. მოეწყო ახალი ვოლიერები, დაუძლურებული და დაავადებული, ასევე აგრესიული ძაღლებისთვის.

სააგენტო მოემსახურება რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.

ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი აცხადებს, რომ რეგიონის მთავრობა ხსნის მხოლოდ შენობას, თანაც წინასაარჩევნოდ:

,,ხსნიან, მხოლოდ, შენობას და არა იმას, რაც პროქტითაა გაწერილი. საცოდავად შეყრიან ისევ ძაღლებს და იქნება ბალაგანი, ქალაქში, რეგიონში და იმ შენობაშიც. და დადებენ ფოტოებს, როგორ გაიხსნა თავშესაფარი და არა ისე, როგორც იდეაში იყო. არ დაიჯეროთ არც ცხოველების მოყვარულებმა და არც ცხოველთა მოძულეებმა, რომ მდგომარეობა გამოაწორდება, უარესს ველოდოთ' - აღნიშნავს ირმა მთიულიშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები