ახალი ამბები
გორის 1-ელ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი პირადობის მოწმობისა და მარკირების გარეშე დაუშვეს
გორის 1-ელ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი პირადობის მოწმობისა და მარკირების გარეშე დაუშვეს.

ამის გამო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელმა, ირინა ყულიაშვილმა კომისიის წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

ირინა ყულიაშვილის განცხადებით, კომისიის წევრმა, მერაბ ქარუხნიშვილმა მოქალაქე პირადობის მოწმობის გარეშე დაუშვა და მას არც მარკირება ჩაუტარა.

საკითხი ცნობილია გორის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, სადაც კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავენ
Print

სტატიის გამოყენების პირობები