ახალი ამბები
,,წლის აღმოჩენა" - გორის მხიარულთა და საზრიანთა კლუბი
გორის მერმა ქალაქის მხიარულთა და საზრიანთა გუნდს "კეხურას" საქართველოს ჩემპიონობა მიულოცა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრესსამსახურის ცნობით, გუნდის ყველა წევრს მერმა საჩუქარი გადასცა.

"ვულოცავ, გორის უნივერსიტეტთან არსებულ მხიარულთა და საზრიანთა გუნდს "კეხურას" ამ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებებს. " - აღნიშნა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

2015 წლის 30 დეკემბერს აგრარულ უნივერსიტეტში საქართველოს საშემოდგომო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის, ჩატარდა.

,,კეხურამ" პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა.

აღნიშნულ ჩემპიონატში საქართველოს მასშტაბით 28 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

ჯერ კიდევ, 2015 წლის 18 მაისს საქართველოს საგაზაფხულო ჩემპიონატზე "წლის აღმოჩენის" ტიტულიც მიენიჭა. იმ პერიოდში ,,კეხურა" მესამე ადგილზე გავიდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები