ახალი ამბები
გორის გასასვლელში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს სირცხვილის კორიდორი მოუწყეს
გორის გასასვლელში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს სირცხვილის კორიდორი მოუწყეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები გორიდან ამ გზით უნდა წასულიყვნენ.

გზაზე მათ ,,ქართული ოცნების'' აქტივისტები უნდა დახვედროდნენ და ცოცხები ესროლათ.

ცოცხების აქციას მმართველი პარტიის მხარდამჭერები - ფარნა მახოხაშვილი და ლევან ჯომარდაშვილი უწევდნენ ორგანიზებას.



კოლონა კი თბილისში 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდა. შეკრებას მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებოდნენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს საქართველოში დააკავეს. ის უკრაინიდან არალეგალური გზებით შემოვიდა.დაკავების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო და, როგორც ადვოკატები აცხადებენ, ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები