ახალი ამბები
შავშვებთან მომხდარი ავარიის მსხვერპლთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა - მეოთხე პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება
გარდაიცვალა კიდევ ერთი დაშავებული, გიორგი მურადაშვილი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან მომხდარ ავარიის შემდეგ კლინიკაში მკურნალობდა.

ის ჯერ გორმედში მკურნალობდა, შემდეგ რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს. როგორც გორმედში აცხადებენ, ოჯახმა მოითხოვა, რომ პაციენტი თბილისში გადაყვანილიყო.

ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა.

მანქანაში სულ 4 ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა.

ამ ავარიისას ადგილზე დაიღუპა თაზო მურადაშვილი, კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა მიშო ვანიშვილი, რომელიც ფოტოგრაფი იყო.

რაც შეეხება მეოთხე მგზავრს, გორიმედის რეანიმაციული დეპარტამენტის უფროსის, ტატო ქაჯაიას ცნობით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჩაუტარდა 4 ოპერაცია, შეინიშნება დადებითი დინამიკა და პაციენტი მოიხსნა სუნთქვის აპარატიდან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები