ახალი ამბები
ლიტერატურული საღამო ,,არტ-კაფეში"
28 იანვარს გორის არტ-კაფეში ბულგარელი საზოგადო მოღვაწის კრასინ ჰიმისკის საპატივსაცემოდ ლიტერატურული საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე დასასწრებად როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი მწერალთა სახლის წარმომადგენლები, ლიტერატურის მოყვარული მოქალაქეები, მათ შორის, ახალგაზრდები შეიკრიბნენ.

,,ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ქართულ-ბულგარული ლამაზი ლიტერატურული საღამო შედგა ჩემთან, გორში, არტ-კაფეში! სტუმრად გვყავდა ქართველი და ბულგარელი პოეტები, მწერლები, საქართველო-ბულგარელთა კავშირი, ბულგარეთის საელჩო საქართველოში, მწერალთა კავშირი, გორის თეატრი, გორის უნივერსიტეტი, მერიის კულტურის სამსახური, გამგეობის კულტურის სამსახური, ლიტერატორთა და ხელოვანთა კავშირი, პროფკავშირი, პედაგოგები, სტუდენტები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაცის წარმომადგენლები და სხვა საინტერესო ადამიანები. ყველას დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამ თბილი საღამოსთვის. არ ველოდი, თუ ამდენი ადამიანი მოვიდოდა ერთად" - განაცხადა არტ-კაფეს ხელმძღვანელმა მეგი ბიბილურმა.

,არტ-კაფეს" საპატიო სტუმარი ბულგარეთის მწერალთა კავშირის, ბულგარეთის ჟურნალისტთა კავშირის, ბულგარეთის „პენ–ცენტრის“, მთარგმნელთა და თარჯიმანთა კავშირის, სლავური ენების და კულტურის საერთაშორისო ფონდის წევრი და სერბეთის მწერალთა კავშირის საპატიო წევრია.

გარდა ამისა, დოქტორი კრასინ ჰიმირსკი დიპლომატი, მთარგმნელი და აკადემიკოსია.










იხ. დეტალურად: აქ
heart emotico
Print

სტატიის გამოყენების პირობები