ახალი ამბები
გორის სოფლებში მომღერალ ირმა სოხაძის ტურნე დასრულდა
,,ფორტეს'' შემდეგ გორის მუნიციპალიტეტს მომღერალი ირმა სოხაძე ესტუმრა. კონცერტები გამყოფი ხაზის მიმდებარედ, 4 სოფელში გაიმართა.

ირმა სოხაძის ტურნე სოფელ მერეთის საჯარო სკოლის ეზოდან დაიწყო, შემდეგ გორში, ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლაში გაგრძელდა.

მეორე დღეს, კონცერტები შავშვებისა და ნიქოზში მცხოვრებ მოსახლეობას მიეძღვნა.

გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფლებში ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები კულტურის სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები