ახალი ამბები
ქვემო ჭალაში მამაკაცი გაყინული იპოვეს
კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში თანასოფლელებმა 52 წლის მამაკაცი მინდორში გაყინული იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ტერიტორიულ თემში გამგებლის წარმომადგენელმა სტეფანე მესროფაშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, თანასოფლელი ორი-სამი დღე არ ჩანდა.

,,პოლიციამ დამირეკა გუშინ და მაცნობა, რომ ნაპოვნია გარდაცვლილი მამაკაცი და მიმდინარეობდა პიროვნების დადგენა " - გვითხრა სტეფანე მესროფაშვილმა.

ამჟამად გარდაცვლილს გორის პროზექტურაში ექსპერტიზა უტარდება.

ქვემო ჭალელები ამბობენ, რომ ის 3 დღე არ ჩანდა. ის დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები