ახალი ამბები
კავთისხევის სიახლოვეს უკანონოდ მოჭრილი შეშით დატვირთული ,,ვილისი'' შეაჩერეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მიმდებარედ შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე, 1 მ3 სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს.

მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა შესაბამისი ოქმი. ავტომანქანა დაილუქა
Print

სტატიის გამოყენების პირობები