ახალი ამბები
,,ქართული ოცნების'' აქციას თბილისში გორიდანაც უერთდებიან
დღეს, თბილისში, ქართული ოცნების მხარდამჭერ აქციას გორიდანაც შეუერთდებიან. ავტობუსებისა და მიკროავტობუსებით კომბინატის დასახლებაში მხარდამჭერებს ელოდებიან.

როგორც კულტურის ცენტრის უფროსი, გელა კაპანაძე ადასტურებს, მხარდამჭერებს შორის საჯარო მოხელეებიც იქნებიან, თუმცა ყველა მათგანი შვებულებაშია გასული.

ქართული ოცნების" აქცია თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება.

,,ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობა, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული მომავალი, ვისაც უნდა, რომ იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებების უზენაესობა აღიარებულია, შემოგვიერთდით ჩვენი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც იქნება ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეკრება.'' - განაცხადა პარტიის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი განმარტებით, ხალხმრავალმა, ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა შეკრებამ, შესაძლოა, მოქალაქეებისთვის გადაადგილების პროცესში გარკვეული დისკომფორტი შექმნას, თუმცა, მადლობას უხდის ქართულ საზოგადოებას.

,,იქნება მცირე პროვოკაციები, ეცდებიან შექმნან დაძაბულობის ფონი, თუმცა ყველა ჩვენს მხარდამჭერს გთხოვთ და მოგიწოდებთ, ნუ აყვებით ამ მდარე პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი შეკრებისთვის ჩრდილის მიყენებასა და მათთვის სასურველი სურათის შექმნას.'' - აღნიშნავს მდინარაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები