ახალი ამბები
გორში შუაღამეს კორპუსის ლიფტში ხანძარი გაჩნდა
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი ლიფტის შახტას გაუჩნდა, რასაც სადარბაზოს დაკვამლიანება და პანიკა მოჰყვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად სამართალდამცველებიც მუშაობდნენ, მათ ლიფტი დალუქეს.

კონსტრუქციის გაუმართაობის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიას ონფორმაცია დიდი ხნის წინ მიაწოდეს და მერიის თანადაფინანსების პროგრამითაც ისარგებლეს, თუმცა პრობლემის მოგვარება ამ დრომდე არ მომხდარა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები