ახალი ამბები
,,იმედებს არ გაგიცრუებთ'' - გორის ახალი მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
გორის ახალი მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მუშაობას შეუდგა. როგორც მან ფეისბუქის ოფიციალურ გვერდიდან განაცხადა, მუნიციპალიტეტში ბევრი სასიკეთო პროექტები განხორციელდება:

,,გორი ჩემი საყვარელი ქალაქია და ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა მოქალაქეს ძალიან დიდ პატივს ვცემ! მინდა იცოდეთ, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ, მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. მუნიციპალიტეტში უამრავი სასიკეთო საქმე გაკეთდა, გავაკეთებ ყველაფერს, რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავზე იგრძნოს ის სიკეთეები, რაც ადგილობრივ დონეზე შეიძლება მოგვარდეს. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს ნდობისთვის და გითხრათ, რომ იმედებს არ გაგიცრუებთ, მადლობა რომ მომეცა საშუალება ჩემი მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის დავიხარჯო.'' - აღნიშნულია ვლადიმერ ხინჩეგაშვილის განცხადებაში.

მისი თქმით, წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ბევრი პრობლემა გამოიკვეთა, რასაც გუნდთან ერთად, აუცილებლად მოგვარდება:

,,ბოლო პერიოდში უამრავი კარგი პროექტი განხორციელდა და მაქსიმალურად ვეცდები, კიდევ უფრო ბევრი გაკეთდეს. წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა და იმედი მაქვს, ერთად ყველაფერს შევძლებთ! მაქვს ჩემი გუნდის, ჩემი თანამშრომლების და თითოეული თქვენგანის იმედი. მიყვარხართ და მეამაყებით!'' - წერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მერის არჩევნები პირველივე ტურში მოიგო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები