ახალი ამბები
ქარელში საარჩევნო კომისიის წევრებს უბნებზე დამკვირვებლების ყოფნა უკვირთ
,,არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია და დამკვირვებლები, საარჩევნო უბნის თავმჯოდმარისთვის და წევრებისთვის, თურმე ყოფილა - ტერორი'' - ამბობს თეონა ფანქველაშვილი, რომელიც ქარელში მეორე ტურს აკვირდება.

ის პირველ საარჩევნო უბანზე იმყოფება და აღნიშნავს, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და სხვა წევრები ამ განწყობით დახვდნენ მათ გამოჩენას:

,,გარდა ამისა, შემოვიდა პროვოკატორი, რომელიც დაემუქრა კიდევ ერთ დამკვირვებელს ლექსო ვალიაურს; რომ არ აჩვენებდა პირადობის მოწმობას, ყველა გვარი ჩამოთვალა, რაც კ -ასო ზე იწყებოდა … პირბადეს არ იწევდა და ამბობდა, რომ კოვიდი აქვს… მაზე თავჯდომარემ და კომისიის წევრებმა რეაგირება არ მოახდინეს… შემდეგ გაიქცა, გავყევი, მეორედ ვერ შემოხვალთ უბანზე-მეთქი, და ამ დროს, კარებში მომაყოლა ფეხი. ეს არის ძალადობა!'' - ამბობს თეონა ფანქევლაშვილი.

ქარელის მერის არჩევნებზე მეორე ტური იმართება. მოქალაქეები არჩევანს ,,ქართული ოცნების'' და ,,ნაციონალური მოძრაობის'' კანდიდატებს შორის აკეთებენ.

რაც შეეხება აქტივობას, 2021 წლის 30 ოქტომბრის მეორე ტურში რეგისტრირებულია 37 639 ამომრჩეველი. აქედან:

10:00 სთზე მივიდა 2365 (6.3%)

12 საათზე მივიდა 5992 (15.9%)

რაც შეეხება 1-ელ ტურს, აქ პირველ ტურში შედეგები ასეთი იყო:

37 372 ამომრჩევლიდან უბნებზე 8 767 მოქალაქე მივიდა. საერთო ამომრჩევლის 23.5%



Print

სტატიის გამოყენების პირობები